ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კეფაშვილი ბაღში მწყემსავდა პირუტყვს, რა დროსაც ოკუპანტები მავთულხლართებს აქეთ გადმოვიდნენ და საქართველოს მოქალაქე წაიყვანეს. ჯერ ოკუპირებულ ოტრევში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალიდან ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია.

მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

იტვირთბა....