ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა დაგვიშვია”

“რუსთავი 2-ის” გენერალური ფირექტორი ნიკა გვარამია საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს.

გვარამიას კომენტარს “კურიერი” ავრცელებს.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია.

ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპატრიარქომ გავრცელებულ განცხადებაში სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდებს, “რუსთავი 2-თან” ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ  არ მისცენ და  მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.

სასულიერო პირის გამოხმაურება, გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას მოჰყვა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი. “არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ

იტვირთბა....