ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე გაბუნიას: “ღვთისმშობელმა შეგინდოს შენი სიბნელე და გაუნათლებელი “განათლება”

სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს მამა პეტრე ეხმაურება, სადაც წამყვანმა მხატვარი, რომელმაც თვითმკვლელი ღვთისმშობელი დახატა, მკრეხელური სიტყვებით წარადგინა.

“ღვთისმშობელმა შეგინდოს შენი სიბნელე და გაუნათლებელი “განათლება”!.
რატომ იწვევ ხალხს, რას ვერ პატიობ ერს…
რატომ შეგვწირე შენს პიროვნულ კომპლექსებს…
ქრისტემ და ღვთისმშობელმა რაღა დაგიშავეს!”,- წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, რომ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი შემდეგი სიტყვებით წარადგინა: ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით, იესოსაც გააჩენს.”

იტვირთბა....