ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამალაძესთან ციხეში მოსანახულებლად შესული იყვნენ სინოდის წევრები.
როგორც მიხეილ რამიშვილმა “მეტრონომს” უთხრა, ამ წუთებში ის დეკანოზის მოსანახულებლად შედის, რის შემდეგაც გაარკვევს სინოდის წევრების ვინაობას, რომლებიც მამალაძესთან იმყოფებოდნენ და საჯაროდ იტყვის მათ შესახებ.
“გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ მამა გიორგისთან შესული სინოდის წევრები და მათი ვიზიტი არასოდეს ანონსდება. დამოუკიდებლად ჰქონდათ საუბარი. გავარკვევ რა თემებზე ჰქონდათ საუბარი და ყველა ის მომავალი ქმედებები, რაც დაკავშირებული იქნება სასამართლოსთან და ალტერნატიულ გზებს ვნახულობთ ჩვენი სიმართლე რომ დავამტკიცოთ. ამ თემებზე გვექნება საუბარი”- აცხადებს რამიშვილი.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯეს.

