“ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონის ოფისში შუშები ჩაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დილით, ოფისში მისულ პარტიის წევრებს შუშები ჩამტვრეული დახვდათ.
ოფისიდან წაღებული არაფერი არ არის. პარტიაში ამბობენ, რომ მომხდარი მათ საქმიანობას უკავშირდება.
მათი თქმით, ეს არის ხელისუფლების ხელწერა, რომელიც ოპონენტებთან საბრძოლველად მსგავს ხერხებს იყენებს.

