ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ხაბეიშვილი: “იმდენად ნასვამი იყო სამგორის გამგებელი, არც ახსოვდა, რომ ველაპარაკე”

“მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სამგორის ყოფილ გამგებელზე ერთი ისტორია გაიხსენა.

“სამგორის გამგებელზე მოგიყვებით. იანვრის დასაწყისი იყო და ეგ პერიოდი ბახუსით ხასიათდება. წინა გამგებელზე ვსაუბრობ, დათო კერესელიძეზე, ახლახანს გადააყენეს. მიუხედავად, იმისა, რომ ყველა ბახუსში ყო, მე არ ვისვენებდი და სამუშაო დღეებშ ჩვეულებრივად ვმუშაობდი. მომაკითხეს სამგორის მაცხოვრებლებმა, დაახლოებით 7 ქალბატონი იყო. მათ საახალწლოდ ქირა მოუხსნეს და დახმარება მთხოვეს. დავურეკე გამგებელს და ამ კაცმა არ აიღო. შემდეგ მივწერე, რომ ლევან ხაბეიშვილი გაწუხებთ-თქო. რამდენიმე წუთში მირეკავს და ნასვამი ხმით მეუბნება, – გამარჯობა, ბატონო ლევან, რაშია საქმე… მე ვუთხარი პრობლემის შესახებ და ხვალ მობრძანდი 12-ზეო, კარგი ნასვამი ხმა აქვს.

მივწერე ამ ხალხს, რომ ხვალ 12-ზე შევხვდბეი გამგებელს და ამბავსაც გავარკვევ-თქო. მივედით მეორე დღეს და გამგებელი ადგილზე არ დაგხვდა. მოვიკითხე გამგებლის მოადგილე და ქალბატონების პრობლემა მოვაგვარე და სიბრაზემაც გადამიარა. გამგებლის მოადგილესაც დავაფიცეთ ამ ქალბატონებთან, რომ პრობლემა მოუგვარდებოდათ. 2 საათში მირეკავს სამგორის გამგებელი ძალიან სერიოზული ხმით მეუბნება, ბატონო ლევან, მე ბატონი დავით კერესელიძე გაწუხებთ, გუშინ ჩემთან გირეკიათ და რა საკითხთან დაკავშირებით რეკავდითო. იმდენად ნასვამი იყო, რომ არც ახსოვდა ჩვენი ლაპარაკი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....