ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. შემთხვევა 19 მაისს მოხდა, რა დროსაც ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.
როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განაცხდა, მოხდა აფეთქება, რის შეეგადაც სამმა პირმა დამწვრობა მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და კაცი. “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

