ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი: დადგა დრო,  ქართველი მეგობრები სომხეთს ისეთივე სიხშირით სტუმრობდნენ, როგორც სომხები ჩადიან საქართველოში

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დადგა დრო,  ქართველი მეგობრები სომხეთს ისეთივე სიხშირით სტუმრობდნენ, რა სიხშირითაც სომხები ჩადიან საქართველოში.

სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში 25 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.

„ვთვლი, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობებია. ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. ორივე ერი მრავალი წელია ერთად მუშაობს. მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში უნდა გაღრმავდეს, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

25-26 მაისს, თბილისს სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ეწვევიან.

იტვირთბა....