aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ესპანეთში საინვესტიციო ფონდები ინვესტირებას კრიპტოვალუტაში ახდენენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფონდები ინვესტირებას კრიპტოვალუტებში ახდენენ.

როგორც ჩანს საინვესტიციო ფონდებისა და კრიპტოვალუტების საკითხი აქტუალურია ესპანეთში.

ესპანეთის ეროვნულმა ფასიანი ქაღალდების კომისიამ ახლახანს განმარტა თავისი პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით.

ფასიანი ქაღალდების კომისია არის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულირებაზე.

კიმისიის მიმართ წერილობითი შეკითხვების ავტორი ის fintech კომპანიები იყვნენ, რომელთაც საქმიანი ურთიერთობა აქვს ფასიანი ქაღალდების კომისიასთან.

ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: “შესაძლებელია, კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ფონდმა ინვესტიცია კრიპტოვალუტაში მოახდინოს?”

კომისიამ უპასუხა: ამ ტიპის კაპიტალი 22/2014 კანონს ექვემდებარება, რომელიც არეგულირებს ვენჩურული კაპიტალის გარდა, დახურული ტიპის სხვა კოლექტიურ საინვესტიციო კომპანიებს.

ესპანეთში კრიპტოვალუტის რეგულაციას უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურა, ფასიანი ქაღალდების კომისია ახდენს.

ცოტა ხნის წინ Europa Press-ი იტობინებოდა, რომ ესპანეთის ფასიანი ქაღალდების კომისია საკუთარ რეგულაციებს გამოიყენებდა მანამდე, სანამ საერთო ევროპული მარეგულირებელი სტრუქტურა არ შემუშავდებოდა.

“ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ მიღებულ მიდგომაზეა დამოკიდებული კრიპტოვალუტის მიმართ არსებული რეგულაციები, რადგან ჯერ ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო ან ევროპული საერთო მარეგულირებელი სტანდარტი”,- აღნიშნა კომისიის სტრატეგიული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ როდრიგესმა.

cryptoworld.ge

იტვირთბა....