გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 – 25 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 23 – 25 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.