ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “სისტემა თქვენს ხელშია,მაგრამ ადამიანობა და მორალი ჩემს ხელში ,რაც თქვენ არ გაგაჩნიათ”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს მისი შვილის მკვლელობის დეტალების გამოძიებას.

“პროკურატურა თავად ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას.გუშინ ვიღაც ჩუმად დამსდევდა და ტელეფონით ვიდეოს მიღებდა.ნეტა ვინ არის???

ამხელა უნამუსობა და უზნეობა ჯერ არსად მსმენია.რომელი პოლიტიკური პირი დამიდგა გვერდით ამ საქმის ჭეშმარიტების დასადგენად?

პრემიერ მინისტრი რომელმაც იამაყა შ.ს.სამინისტროსა და პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით, შ.ს.მინისტრი რომელთანაც შეხვედრა მინდოდა და ყურიც არ გააპარტყუნა თუ გენპროკურორი რომელმაც გამოძიების ეტაპზე დაასკვნა რომ დამნაშავეთა რიცხვი არ გაიზრდებოდა.

ესენი არიან პოლიტიკური პირები რომლებმაც ფეხებზე დაიკიდეს ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი.
ზვიად კუპრავას მე ვცნობ როგორც ჩემს ძმას და არა როგორც პოლიტიკის მიმდევარს.არ მაინტერესებს ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება.აქ ჩემი მოკლული შვილის ინტერესებს ვიცავთ და არა მინისტრებს პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს რომლებსაც ფეხებზე კიდია ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი.

და ბოლოს ადგეს რომელიმე ოცნების წამომადგენელი და დამეხმაროს ჭეშმარიტების დადგენაში თუ ერთი ადგილის განძრევა არ ეზარებათ.

არ მინდა უცენზურო სიტყვები დავწერო მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ.
ყველას დედებს …….. ვინც ჩემი შვილის სულს ეხება არასწორად.

მხედველობაში მაქვს ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა ის ვითომ ადამიანი ვინც სიმართლის დამალვას ცდილობს.

სისტემა თქვენს ხელშია,მაგრამ ადამიანობა და მორალი ჩემს ხელში ,რაც თქვენ არ გაგაჩნიათ.
ტფუი ასეთ სახელმწიფოსაც და სეთ სამართალსაც” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იტვირთბა....