ახალი ამბები მთავარი სამართალი

2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი გახდა: IDFI-ის სტატისტიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ოჯახში ძალადობის შესახებ 2013-2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წელში საქართველოში ოჯახში ძალადობა გამოსცადა 6 464-მა ადამიანმა, 172-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, 89 კი მოკლეს. 2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 3599 ქალი და 497 კაცი.

მათივე ცნობით, 2013 წელს პოლიციამ 224 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა; 2014 წელს ეს რიცხვი 817-მდე გაიზარდა, 2015 წელს პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2598-მდე გაიზარდა, 2016 წელს სასამართლომ 2877 ორდერი დაამტკიცა, 2017 წელს კი ეს რიცხვი 4370-მდე გაიზარდა.

2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით კი პოლიციის მიერ გაცემულია 1513 შემაკავებელი ორდერი.

იტვირთბა....