ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბედავა მოითხოვს მისი თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტის გამოძებას

გიორგი გაბედავა სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს 17 მაისს მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი.

გიორგი გაბედავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  17 მაისს სამების ტაძრიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და ოთხი საათის განმავლობაში არ განუმარტეს თუ რატომ არ ეძლეოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

ამასთან, გაბედავას თქმით, მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაყენებას მოითხოვს.

„საქმე ეხება 17 მაისს ჩემს უკანონო დაკავებას, როდესაც სამებიდან სახლში ვბრუნდებოდი, პატრულმა გამაჩერა და დამაკავა. ოთხი საათის განმავლობაში ვითხოვდი ადვოკატს და სახალხო დამცველს, ბოლოს გადავწყვიტე ჩამეწერა ტელეფონით იქ არსებული სიტუაცია და სოციალური ქსელით გამესაჯაროებინა. ამ ყველაფრის შემდეგ მითხრეს, რომ დაკითხვაზე ვიყავი და აინტერესებდათ ჩემი კავშირი ფაშისტურ ორგანიზაციებთან. მე მათ ავუხსენი, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა. ეს იყო ჩემი გატაცება და მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მივმართე გენინსპექციას, რეაგირება არ ყოფილა. თუ არ გამოიძიებენ ამ საქმეს, მოვითხოვ, რომ გადადგეს მთავრობა“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

იტვირთბა....