ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “ძალადობისთვის თვით წმ. ნიკოლოზიც კი დაისაჯა”

გერმანიაში მოღვაზე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ძალადობასთან დაკავშირებით სტატუსს წერს.

“ძალადობისთვის თვით წმ. ნიკოლოზიც კი დაისაჯა

წმ. ნიკოლოზის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ მან, განრისხებულმა კამათის დროს ერეტიკოს არიოზს კვერთხი ჩაარტყა. ამ ფაქტს მოძალადე და აგრესიული ხალხი საკუთარი ძალადობის გასამართლებლად იყენებს და ამბობს: თუ წმ. ნიკოლოზმა იძალადა, ჩვენც შეგვიძლია ცემა-ტყეპა და ყბების დამტვრევაო.

იცოდეთ, რომ ამ დანაშაულის გამო, კონკრეტულად იმის გამო, რომ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ადამიანს სცემა, იგი დასაჯეს და მღვდელმთავრობის ხარისხი ჩამოართვეს. შემდეგ ისიცაა ნათქვამი მის ცხოვრებაში, რომ უფალი და ღვთისმშობელი გამოეცხადათ ეპისკოპოსებს და მიუთითეს, რომ ნიკოლოზისთვის კვლავ აღედგინათ ხარისხი. თუ ამას ეთანხმებით, ყველა, სასულიერო თუ საერო, საერთოდ ყველა ქრისტიანი, ვინც იძალადებს, შესაბამისად დაისაჯოს და შემდეგ ვნახოთ, ვის გამო და რომლის დასაცავად გამოგეცხადებათ ქრისტე და ღვთისმშობელი”, – წერს სოციალურ ქსელში ლომიძე.

იტვირთბა....