ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება”: “40 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კატასტროფა იქნება”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ 40 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კატასტროფა იქნება. მისი თქმით, აშშ-ს საელჩომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ აუცილებელია რეფორმა, ხოლო რეფორმამდე უვადო დანიშვნების მიმართ უნდა დაისვას კითხვის ნიშანი.

“ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება კანონმდებლებისათვის, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდონ სასამართლო სისტემის რეფორმის და უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს. ეს იქნება საშუალება, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და არ არსებობდეს ბერკეტი მოსამართლეზე ზეწოლის.”, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

იტვირთბა....