შსს-მ ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს.