ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

ლგბტ აქტივისტი თავდამსხმელზე: “ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს”

კანცელარიის წინ ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ 17 მაისს გამართული აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძე, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მომხდართან დაკავშირებით.

“ამწამს გამოვედი დაკითხვიდან, მივდივარ სახლში. უკეთ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, მწერდა, მირეკავდა. ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას ასეთი თავისუფლება მირჩევნია.
უკანასკნელ აღმოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს.

ბოდიში ჩემს ოჯახს”, – წერს ნიკა გორგილაძე პირად ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ აქტივისტები ტრანსფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძლის დღეს აღნიშნავდნენ. ნიკა გორგილაძეს კი სიტყვით გამოსვლისას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავმდასხმელი 15 წლისაა და ის დაკავებულია.

“ს.კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

იტვირთბა....