სოციალურ ქსელში ნაილი ვარხანია ავრცელებს ვიდეოს, სადაც აცხადებს, რომ მის ძმას უცნობთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც უცნობმა მათ იარაღი ესროლა.
“იარაღი გვესროლა, ამ კაცმა გვესროლა იარაღი. ეს არის ეს ქვეყანა? ამ კაცმა ამწუთას გვესროლა იარაღი. წეღან ჩემს ძმასთან მოუვიდა შელაპარაკება, იჩხუბა, მოვიდა, ჩალეწა მანქანა და ახლა მოვედით და იარაღი გვესროლა,” – ამბობს ახალგაზრდა ქალი ვიდეოში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა.სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას – 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კორკოტების ქვეყანა თქვენ მე არ მინდა ესეატ სამპალ ხალხში ცხოვრება მოძალადეებო კორკოტას ქვეყანა
Gepostet von Naili Vakhania am Freitag, 18. Mai 2018