ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის გულშემატკივრობენ პოლიტიკოსები მსოფლიო ჩემპიონატზე (ნაწილი I)

რუსეთში გასამართ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წინ “მეტრონომმა” პოლიტიკოსებსა და ცნობილ პიროვნებებში ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვის გულშემატკივრობენ ისინი უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე.

გთავაზობთ გამოკითხვის პირველ ნაწილს:

გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი: მე სამხრეთ ამერიკულ, რბილ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ და ზოგადად, ბრაზილიის მხარეს ვარ.

ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი: ჩემთან ოჯახში ბრაზილიას ვგულშემატკივრობთ.

დავით უსუფაშვილი “შენების მოძრაობის” ლიდერი: არგენტინას ვგულშემატკივრობ. ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ მესი რომ რუსეთის ნაკრებში თამაშობდეს, რუსეთს ვუგულშემატკივრებდი.

გოგი წულაია – “თავისუფალი საქართველო”: ბრაზილიის მხარეს ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე.

თამაზ მეჭიაური – თიანეთის მერი: მე ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რახან ვერ გავიდა ესპანეთის მხარეს ვიქნები.

დავით ბერძენიშვილი “რესპუბლიკური” პარტია: მე ბრაზილიის ასატანი გულშემატკივარი ვარ. თუ დავით ტურაშვილს დავესესხები არიან ბრაზილიის ზვიადისტი გულშემატკივრები.

ლევან ბერძენიშვილი “რესპუბლიკური” პარტია: ბრაზილიას ვგულშემატკივრობ.

გიგა ბოკერია “ევროპული საქართველო”: არგენტინის გულშემატკივარი ვარ.

თამარ კორძაია “რესპუბლიკური” პარტია: ფეხბურთს არ ვუყურებ ასე, რომ..

ზაზა პაპუაშვილი “ქართული ოცნება”: ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ..

იაგო ხვიჩია “გირჩი”: მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ…

სანდრო ბრეგაძე “ქართული მარში”: ბრაზილიას და ბრაზილიურ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ.

იტვირთბა....