“სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ თანამოსაყდრე შიოს ხელშიც ეკლესიაში ასეთივე ან უარესი სიტუაცია იქნება. შიოს, მგონი, ბოლო 50 წელიწადში ფილოსოფიური ნაშრომი არ წაუკითხავს. ის მეტყველებს ძალიან ძველი ფილოსოფიურ-დოქტრინული მიდგომებით. წაიკითხოს მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს ნაშრომები. მართმადიდებლური სამყარო, მისი დასავლური ნაწილი აზროვნებაში გაცილებით წინ არის, ვიდრე რუსულ სივრცეში ჩარჩენილი შიო და ბევრი მისი კოლეგა”, – განაცხადა “რესპუბლიკური” პარტიის დავით ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს.
იტვირთბა....