ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონტრაქციის მონაწილე: “ტატუ რომ საჭირო ყოფილიყო, უფალი თავად დაახატავდა”

17 მაისს კონტრაქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა მისი აზრით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ფეისბუქზე რომ შეხვალ, ყოველდღე გვიტარებენ პარადს, და ჩვენ ვითომ დღევანდელი დღის არ ჩატარებისთვის ვიბრძვით.“ – აღნიშნავს აქციის მონაწილე ქალი, –  „ჩვენს შვილებს ყოველდღე უტარებენ პარადს.” ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

„მართლა გეუბნებით“, – თქვა მან – „ოთხი შვილი, რომლებიც მარხვით და ლოცვით გავზარდე ტატუებს იწონებენ. ეს რომ საჭირო ყოფილიყო, უფალი თავად დაახატავდა, სრულყოფილი შეგვქმნა,“ – განაცხადა გამომსვლელმა.

17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეა, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა მტავრობის კანცელარიასთან აღნიშნეს. საპირისპიროდ გაიმართა კონტრაქციაც.

ფოტო: ლიბერალი

 

იტვირთბა....