ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია მეორე: “ოჯახი საფუძველია სახელმწიფოსი”

სამების ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  მრევლს ამაღლება მიულოცა და ქადაგებისას ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.

“სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ: “მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულისა”. დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის. დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია – ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე. ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები”, – თქვა კათოლიკოს პატრიარქმა.

იტვირთბა....