ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “სახელმწიფომ კონსტიტუციურ დონეზე ქორწინების დეფინიცია განსაზღვრა”

17 მაისის აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებაში არავინ არ ჩარეულა და სახელმწიფოს მათთვის არანაირი ამკრძალავი წინაპირობა არ შეუქმნია. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელია ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ლგბტ აქტივისტების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურ პრინციპს იცავს, რომლის გათვალისწინებით, ქვეყნის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. დეპუტატის თქმით, პარლამენტს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონი მიღებული აქვს.

“ადამიანის მიმართ უსამართლო მოპყრობა და დასჯა კანონით დასაშვები არანაირი ნიშნით არ არის. სახელმწიფო ამ ვალდებულებას იცავს და ეს პრინციპი გარანტირებულია ყველაზე მაღალი კანონის ჩარჩოს მიხედვით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია და პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული. ამ საკითხზეც კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა და  ქალისა და მამაკაცის ქორწინებაზე ჩანაწერი გაკეთდა. სახელმწიფომ კონსტიტუციურ დონეზე ქორწინების დეფინიცია განსაზღვრა”, – განაცხადა ბესელიამ

იტვირთბა....