ჩვენი საზოგადოება არის ისეთი როგორიც არის. ამის გამო, მისთვის თითის ქნევა და ბნელების ძახილი, არ მგონია, ეს სწორი გზა იყოს, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.
“შეიძლება ეს ვითარება მაინცდამაინც მისაღები არ იყოს, მაგრამ დღეს ქვეყანაში არის ის მოცემულობა, რაც არის. შესაბამისად, ესეთი ტიპის კომპრომისები, როდესაც არის საკითხები, სადაც საზოგადოებაში რადიკალური დაპირისპირების საფრთხე არსებობს, ჯობს ორივე მხარემ თავი შეიკავოს და ზედმეტი გართულება აიცილოს თავიდან. ყველაფერი დინამიკაში უნდა განვიხილოთ.
თუ ოდესმე საზოგადოებაში რაღაც კონსესუსი გამოინახა, მერე უკვე ყველაფერზე საუბარი შეიძლება. მე ვფიქრობ, ის რაც დღეს ამ საკითხზე ხდება, ბუნებრივია. მით უმეტეს, აქციებით საუბარი საკუთარ ორიენტაციაზე და ამით თვითდამკვიდრება მართებულად არ მიმაჩნია. ჩვენი საზოგადოება არის ისეთი როგორიც არის. ამის გამო, მისთვის თითის ქნევა და ბნელების ძახილი, არ მგონია, ეს სწორი გზა იყოს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია აღარ ჩატარდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ამის მიზეზი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებაა.