ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში ზენაიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფოემაციას 1tv ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, როგორც ლანჩხუთის, ასევე ჩოხატაურის და ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან