ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს ეროვნული ერთობა” მსვლელობით ქაშუეთამდე მივიდა

“მეტრონომი”: აქციიდან

 

დღეს ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საპატრიარქოს მრევლს “საქართველოს ეროვნული ერთობა” შეუერთდება.  მათ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი რუსთაველის მოედნიდან ფეხით მსვლელობით ქაშუაეთის ეკლესიისკენ  მიდიან. რაც შეეხება მათ მცირე რაოდენობას, მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ სერიოზული რეპრესიები მიმდინარეობს და მათი ორი წევრი პოლიციამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ავტომობილში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

“ჩვენს წინააღმდეგ სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. ეს იმის გამო ხდება, რომ ყველას სათანადო პასუხი გავეცით. ყველა ანტიქართველს საკადსრისი პასუხი გავეცით და სწორედ ამის გამო არის, რომ ახლა ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს. “საქართველოს ეროვნული ერთობა” სამ კაცზე არ დგას. გუშინ დაკითხვაზეც ვიმყოფებოდით და პოლიციელების ინტერესის საგანი კონტრაქცია იყო. აინტერესებდათ იყო თუ არა ჩვენი განცხადებები მუქარის შემცვლელი”,-განაცხადეს მოძრაობსი წევრებმა.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ მათ აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ მათი უსაფრთხოება შესაძლოა სათანადოდ დაცული არ ყოფილიყო. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში საყოველთავო წირვა-ლოცვა და ჯვრისწერა გაიმართება.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

 

 

 

 

იტვირთბა....