შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 18 მაისს მივა. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გააკეთა. მისი თქმით, გახარია დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე წარსდგება.
„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ შს მინისტრს საქართველოს პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. ის პარლამენტის წინაშე წარსდგება პლენარულ სხდომაზე და არა მხოლოდ რომელიმე ფრაქციის ან კომიტეტის ფორმატში. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს გააჩნიათ. ვინაიდან კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და პასუხები საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.