კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე და მის შემდეგ განვითრებულ მოვლენებზე წერს.
“ჩემი აზრით ახლა ერთმანეთის კრიტიკის, გაბრაზების, გულაცრუების დრო არ არის. სწორედ ეს უნდათ ამათ. ასე დაშალეს, გასვარეს თავის დროზე ოპოზიცია და დარჩათ ბურთი და მოედანი.
გმირობას ნუ ვთხოვთ ერთმანეთს, მაგრამ ნურც იმის ილუზია გვექნება რომ გავიმარჯვეთ. ფაქტია, საღი აზრი ამ ქვეყანაში უმცირესობაშია. საღი აზრი კი არა სიყვარულიც უმცირესობაშია, უბრალოდ ისტორიაში ბოლოს და ბოლოს მაინც საღი აზრი იმარჯვებს, როდის არ ვიცი, მაგრამ აქაც გაიმარჯვებს”, – აცხადებს კინომცოდნე გოგი გვახარია.