“ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათი მოძრაობა 17 მაისს კონკრეტულს არაფერს გეგმავს და ისინი საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდებიან.
“17 მაისს ჩვენ არაფერს ვგეგმავთ. საპატრიარქო სხვადასხვა აქტივობას გეგმავს და ჩვენ ამ ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა “მეტრონომთან” ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძლის დღეა. ამავდროულად, ოჯახის სიწმინდის დღეცაა.