ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთაველზე საპროტესტო აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე გრძელდება

„ჩვენი თავისუფლებისთვის“ – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

მანამდე კი აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამის მიზეზი მოქალაქეთა ჯგუფის მიერ პარლამენტის შენობასთან გამართული კონტრაქცია გახდა. აქციის მცირერიცხოვანმა მონაწილეებმა ადგილზე მყოფებს 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების დაწყობის საშუალება არ მისცეს.

რუსთაველზე შეკრებილები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და ასევე ნარკოპოლიტიკის დროულ რეფორმას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა მიმართა.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....