ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიუ-იორკში, თბილისის აქციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ნიუ-იორკში, თბილისის აქციის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.  ამის შესახებ ღონისძიების Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.

ღონისძიების ორგანიზატორები თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას სოლიდარობას უცხადებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს თბილისში სპეცრაზმმა რეიდი მოაწყო თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში და გამოიყენა არაპროპორციული ძალა. რეიდი მოხდა 8 ადამიანის დასაჭერად, რომელსაც 3 თვეა უთვალთვალებენ. აღნიშნული ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მიზანი რეიდის იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერდით ხვალ 2 საათიდან ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ხვალ ცნობილი Day Party – Tiki Disco-ს ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს რომ ბანერებით შევიდეთ. ივენთის ბილეთების ბმული ნახეთ ქვემოთ (10$) სამწუხაროდ ბილეთის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდება. ვიცი, ბევრს უნდოდა გარეთ შეკრება, მაგრამ ეს ნებართვის მიღებასთან არის დაკავშირებული, რისი მოსწრებაც ვერ ხერხდება. ჩვენები პარლამენტთან ცეკვავდნენ – ჩვენ ბრუკლინიდან შევუერთდეთ.“ –  ნათქვამია ღონისძიების ტექსტში.

აქცია დაანონსებული იყო ბერლინშიც.

შეგახსენებთ, რომ თბილისში აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა შემდეგში მგომარეობს: ისინი პრემიერისა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯასა და ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

იტვირთბა....