გრძელდება საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან და აცხადებენ, რომ შს მინისტრი და პრემიერი უშუალოდ არიან პასუხისმგებლები ქალაქის მთავარ ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
წუხელ, კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.