ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ულტიმატუმს კახი კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგი დაგეგმა

დედაქალაქის მერი კახი კალაძე აქციის მონაწილეების ულტიმატუმს გამოეხმაურა და 21 საათსა და 30 წუთისთვის ბრიფინგი დაგეგმა, რომელზეც უნდა გაირკვევს რას გეგმავს და რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას რუსთაველის პროსპექტე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ულტიმატუმი წაუყენეს და პრემიერ კვირიკაშვილს ვადა 22 საათამდე მისცეს.

“ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ. 10 საათამდე ვაძლევთ დროს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს. აქ დავდგამთ კარვებს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

შეგახსენებთ, წუხელ, კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....