ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილი დაუთმო

რუსთვაელის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილი დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

იმავე მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პოლიციას კი გზის დათმობისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა შემდეგში მდგომარეობს: ისინი პრემიერისა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯასა და ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

წყარო: 1tv

იტვირთბა....