ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქციის ორგანიზატორების თქმით, ქუთაისიდან პარლამენტის წინ აქციაზე მოდიან

აქციის ორგანიზატორების თქმით, ქუთაისიდან პარლამენტის წინ აქციაზე მოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

იმავე მედიის თანახმად, აქციის მონაწილეების მოთხოვნა შემდეგში მგომარეობს: ისინი პრემიერისა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას და სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯასა და ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....