სპეცრაზმი შევიდა კაფე “გალერიშიც”. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობაში პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო.
“ხალხი ძირს დააწვინეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჰყავდათ. მერე შენობის დაცლა დაიწყეს” – აცხადებს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ჩატარდა კლუბ “ბასიანშიც”, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
“გვიცხადებენ ომს და მიიღებენ ომს” – აცხადებენ კლუბთან შეკრებილი ადამიანები.