aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კლუბ “ბასიანში” სპეცრაზმი შეიჭრა: დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც კლუბ ბასიანსა და გალერიში ტარდება.

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ინფორმაციით, კლუბში სპეცრაზმია შესული.

“SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”, – წერს ნაჯა ორაშვილი ფეისბუკზე.

ბოლო ინფორმაციით, კლუბის ყველა სტუმარი გარეთ გამოუშვეს და დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

https://www.facebook.com/vaska.apxazashvili/videos/2189761161041643/

 

იტვირთბა....