aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირანის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები – 1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ფული, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე, ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა, მომხდარიდან მოკლე დროში დაადგინა და დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....