edu.aris.ge-ის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოებს საჩუქრად 1-6 კლასის დაახლოებით 290 ათასი მოსწავლე მიიღებს.
ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 2 მლნ-დან 2.200 მილიონამდე წიგნსა და 800 ათასიდან მილიონამდე რვეულზე. ამისთვის კი ჯამში 7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს.