ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროკავშირი: “ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს”

სოფელ ნიქოზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხნულების გავლებას ეხმაურება. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში წერია.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს. მისია გააგრძელებს დაკვირვებას, აღბეჭდვასა და მოხსენებას მიმდინარე ყველა ქმედებაზე, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებასა და სტაბილურობას უშლის ხელს. მისია აღნიშნავს, რომ სიტუაციის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, 15 მაისს მიიღებენ“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის თანახმად, 2013 წლის 19 სექტემბერს ქარელის სოფელ დვანში დაახლოებით 3 კმ-მდე სიგრძის ღობეები დააყენეს. მოგვიანებით ეს ღობეები გორის სოფელ ქვემო ხვითისა და ზემო ნიქოზის ღობეებს შეუერთდა, რომლის საერთო სიგრძეც დაახლოებით 12 კმ გამოვიდა

იტვირთბა....