ახალი ამბები მთავარი სამართალი

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულებს ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დამთავრდა.

დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ნინო გეგელაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

პროცესზე მოსამართლემ პროკურორს დაავალა, ბრალდებულ ნინო გეგელაშვილის მცირეწლოვანი შვილი, ბრალდებულის ნათესავებს ან შესაბამის სამსახურს გადასცეს, რათა მასზე იზრუნონ.

შსს-ს ცნობით, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

გიორგი გოგებაშვილის ძმა შსს-ს ცნობით, უწყების თანამშრომელია. როგორც შსს-ში აცხადებენ, მან მისი ძმის დაკავების დღესვე მიმართა ხელმძღვანელობას, მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დასტურდება მისი საქმესთან შემხებლობა.

იტვირთბა....