საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს, რომელშიც გზებზე არსებულ განუკითხაობისკენ მიუთითებს და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულ ადამიანებზე საუბრობს:
“მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს,
ბატონო დავით
კალმის ერთი აღებით და ერთი ხელმოწერით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე და სამწუხაროდ არამარტო მისი. ის, სრულიად უდანაშაულოდ ეწირება გზებზე არსებულ იმ განუკითხაობას, რომელიც ვერა დე ვერ მოაწესრიგეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და რომლის გამოც ბოლო 4 დღის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 40-მდე.
მისი სიცოცხლე და სხვა 40-მდე დაშავებულ-დასახიჩრებული ადამიანის სიცოცხლე თქვენ ხელშია!
პატივისცემით
დავით მესხიშვილი”
დავით მესხიშვილს მხედველობაში ჰყავს სტუდენტი გოგო, რომელსაც დახმარება სჭირდება.
“სტუდენტი ხატია კვიციანი გუშინ ავარიაში მოყვა. არის მართვით სუნთქვაზე. მოტეხილი აქვს ორივე ხელი, ამოაჭრეს ელენთა, ტვინზე აქვს დაბეჟილობები, ყბა მოტეხილი და ყვრიმალები დალეწილი. ამჟამად ჩაუტარდა სამი ოპერაცია. ხატია არის მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახმა გახსნა საბანკო ანგარიში სადაც ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა რომელიც მოხმარდება ხატიას რეაბილიტაციას. ავარია მოხდა გუშინ შუადღეზე, ქსანთან. ხატია რანიონში მიდოდა რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაყირავდა. ძალიან გთხოვთ ვისაც რისი საშუალება გექნებათ დავეხმაროთ ხატიას ოჯახს. ასევე იქნებ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია”.