ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“2 ნაბიჯში” კონსულტანტმა გოგონებმა მძარცველი გაკოჭეს და პოლიციას ჩააბარეს”

ინტერნეტ მომხმარებელი გოგა ანთიძე სოციალურ ქსელში მაღაზიათა ქსელ “2 ნაბიჯში” მომხდარ ყაჩაღობის სცენას აღწერს და წერს, რომ კონსულტანტმა გოგოებმა დანით შეიარაღებული მძარცველი გაანეიტრალეს.

“სულ ცოტა ხნის წინ ზეემკის “2 ნაბიჯში” მძარცველი შევარდა არც თუ ისე მოზრდილი დანით. არ გაგიკვირდებათ და ფული ითხოვა.

კონსულტანტმა ქალბატონმა(იმ  ასაკის ლედი კარატე რომ ბევეჯერ ექნება ნანახი ვიდეოზე) არც აცია არც  აცხელა და სახეში მაგრად მისცა, მძარცველი მოწყვეტით დაეცა ამ დროს სხვა  კონსულტანტი გოგონებიც მოცვივდნენ (იმათ სავარაუდოდ არ ექნებათ ლედი კარატე ნანახი) და მაგრად შედგნენ, მერე გაკოჭეს და 100 მეტრში მდებარე პოლიციის  შენობაში მიიყვანეს. ახლა ჩემს უბანში რამდენიმე ტელევიზიაა მოსული და იმ  ქალბატონისგან ინტერვიუს იღებენ,” – წერს გოგა.

“მეტრონომი” ცდილობს აღნიშნული ფაქტი შსს-ში გადაამოწმოს.

იტვირთბა....