სომხეთი მზად არის თურქეთთან ურთიერთობები წინა პირობების გარეშე დაალაგოს, ამის შესახებ სტეპანაკერტში ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ მინისტრმა განუცხადა.
“წინა პირობებს თურქეთი აყენებს, და ეს პირობები მესამე ქვეყანას, აზერბაიჯანს ეხება. სომხეთი კი მზად არის წინაპირობების გარეშე დაალაგოს ურთიერთობები, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერტობები, ამასთან სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებით.”-აცხადებს ნიკოლ პაშინიანი.