“კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლებმა გორის ადმინისტრაციული შენობის წინ სტალინის ბიუსტი და ფოტოები განათავსეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
როგორც მათ განაცხადეს, შესაბამისი ნებართვა არ ჰქონიათ, თუმცა ამ ბიუსტს, მათი განმარტებით დღეს ვერავინ შეეხება. პარალელურად სტალინის სახლ – მუზეუმთან მიტინგი მიმდინარეობს, მომიტინგეთა შეკრების ორივე ადგილს თვალს ადევნებენ პოლიციის თანამშრომლები.
გორის საკრებულოში ამბობენ, რომ შესაბამისი ნებართვის გაცემაზე მათთვის არავის მიუმართავს, თუმცა სათანადო ზომების მიღება მათ არც ევალებათ. ცოტა ხნის წინ პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ბიუსტთის განთავსებასთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებას მოახდენენ.
ფოტო: “რადიო მოზაიკა”