დიდ დიღომში ახალგაზრდა ქალი სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” თვითმხილველებმა მიაწოდეს.
მათი განცხადებით, ახალგაზრდა ქალი სახურავზე ავიდა და შემდეგ გადმოხტა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.