ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირებისას “სოციალისტური” მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, კვარაცხელია და მასთან ერთად დაპატიმრებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი კი გახდა საბჭოთა სიმბოლიკა, რომელიც “სოციალისტური საქართველოს” წევრებს ქონდათ მიტანილი.