სოციალურ ქსელში შეიქმნა პეტიცია, რომელიც მოითხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ 50 კილო დაიკლოს.
პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტი , თბილისის მერია , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
“ჩვენი აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენი უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონპროექტს, რომლის წარდგენასაც აპირებს. კონკრეტულად კი, გუგული მაღრაძის ახალი ინიციატივა ჭარბ წონასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პეტიციაში.
ამ დროისთვის პეტიციას 669 ადამიანი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ჭარბწონიანთათვის რეგულაციები დაწესებულიყო.