ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, რუის-ურბნისის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესიას ღამით გაანათებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 4 მაისს მიიღო. ინფორმაციას QARTLI.GE ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებისთვის 8 ათას ლარამდე დაიხარჯება. მერიის მიერ შეძენილ ,,პროჟექტორებით” განათდება მეუფე იობის რეზიდენცია.
,,შესაბამისი სისტემით აღიჭურვება სოფელ ურბნისის წმინდა სტეფანე პირველ მოწამის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ რუისის ღვთისშობლის სახელობის მონასტერი, სოფელ რუისის ფერისცვალების ტაძარი და ასევე სამწევრისის დედათა მონასტერი” – აღნიშნავენ მერიის ადმინისტრაციაში.
ფოტო: QARTLI.GE