ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: ” სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება”

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს – თავისი, ონლაინ სესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდება.

იტვირთბა....